ნიადაგი გეოგრაფიული გარსის განუყოფელი ორგანულ-მინერალური
ნაწილია, რომელიც ჩამოყალიბდა ხანგრძლივი
დროის
მანძილზე
ლითოსფეროს
ზედა
ფენის,
ატმოსფეროს, ჰიდროსფეროსა და ბიოსამყაროს ურთიერთქმედების შედეგად. მისი უმთავრესი
თავისებურებაა ნაყოფიერება და მცენარეთა ზრდა-განვითარების
უნარი.
ნიადაგი ბუნების ისეთი კომპონენტია, რომელიც
მოიცავს, როგორც ბიოგენურ, ისე აბიოგენურ ნაწილს. იგი კომპლექსური წარმონაქმნია, რომლის
რაობაც განისაზღვრება ნიადაგწარმომქმნელი ფაქტორების ერთობლივი ზემოქმედებით. ეს ფაქტორებია:
დედაქანი, კლიმატური პირობები, წყლის მასები, მცენარეული საფარი და ცხოველთა სამყარო,
ანთროპოგენური ფაქტორი.
ნიადაგი უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ბიორგანიზმებისათვის. მასზე ამოკიდებული სასურსათო პრობლემის
მოგვარება და საზოგადოების კეთილდღეობა. ნიადაგის
ფორმირება-განვითარებაზე მრავალი ფაქტორი ახდენს გავლენას: მდებარეობა, კლიმატური პირობები,
ადგილის რელიეფი, ჰიდროლოგიური რეჟიმი, ცოცხალი სამყარო და სხვ. სწორედ ეს ფაქტორები
განსაზღვრავენ ნიადაგწარმომქმნელი პროცესების ინტენსივობას, ნიადაგის კონკრეტული
ტიპის ფორმირების შესაძლებლობას და მის ნაყოფიერებას, მცენარეთა მიერ საკვები
ნივთიერებების
შეთვისების
უნარს. ნიადაგი მჭიდრო კავშირშია დაკავშირებული
გეოგრაფიული
გარსის
სხვა
კომპონენტებთან.
გარემოში მიმდინარე პროცესები პირდაპირ ასახვას
პოულობს ნიადაგში. სწორედ ამიტომაც უწოდეს ნიადაგს ლანდშაფტის „სარკე“.
ადგილის სიმაღლის, ექსპოზიციისა და დახრილობის შესაბამისად მნიშნელოვნად იცვლება ნიადაგის სითბოსა
და
ტენის
განაწილების
თავისებურებანი, მისი ფიზიკურ-ქიმიური თვისებები. ნიადაგის თავისებურებებს მნიშვნელოპვნად განსაზღვრავს ლითოსფეროს შედგენილობა. დადგენილია, რომ
ნიადაგში მიმდინარეობს
65 ქიმიური
ნაერთის
გარდაქმნა,
რაშიც
უმთვარესად 23 ქიმიური ელემენტი მონაწილეობს.
Комментариев нет:
Отправить комментарий