ტერმინი “მდგრადი განვითარება” მხოლოდ 1970-იანი წლების შუა პერიოდიდან გა-მოჩნდა და მიეწერება ბარბარა უორდს. 1972 წელს კი იგი მედოუზების ნაშრომში “ზრდის საზღვრებშიც” გამოჩნდა. თვით იდეის წამოყენება კი ეკუთვნის ბრუტლანდის კომისიას, რომელმაც 1987 წელს მოხსენება გამოაქვეყნა. განსაკუთრებით პოპულარი კი ეს ტერმინი გახდა გაეროს ანგარიშის “ჩვენი საერთო მომავლის” (“Our Common Future”) გამოქვეყნების შემდეგ (1987). თუმცა თვით მდგრადი განვითარების პრობლემა ახალი არ არის. მის შესახებ დიდი ხანია ფიქრობს და მსჯელობს ადამიანი.
მდგრადი განვითარება იმდენად ფართო ცნებაა, რომ მეტად რთულია გამოისახოს ყველა ის ასპექტი, რასაც იგი გულისხმობს. თუმცა ამის არაერთი მცდელობა არსებობს. ხშირ შემთხვევაში იგი უფრო მეტად ასახავას ცივილიზაციის განვითარების მიზნებს და აგრეთვე იმას, თუ რისთვისაა იგი საჭირო.
მდგრადი განვითარების კონცეფცის ჩამოყალიბებას ხელი შეუწყო მრავალმა ეკოლოგიურმა, ეკონომიკურმა, სოციალურ-პოლიტიკურმა იდეამ, რამაც ამ ტერმინის სხვადასხვა გაგებამდეც მიგვიყვანა. არსებობს მდგრადი განვითარების ფართო და ვიწრო გაგება.
ვიწრო გაგებით, იგი გულისხმობს ისეთი მეურნეობის შექმნას, რომელიც ფუნ-ქციონირებს ენერგიის აღდგენადი წყაროებით. ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებულია, რომ აღუდგენადი რესურსები (საწვავი) ამოწურვადია და გარემოს აქვს ლიმიტირებული ტევადობა.
ფართო გაგებით, მდგრადი განვითარება არის საქმიანობა, მიმართული სისტემის ეფექტურობის ზრდისაკენ, დანახარჯების ეკონომიისაკენ და რეზულტატების გაუმჯობესებისაკენ. რომის კლუბის მოხსენებაში “კურსის ცვლა. გლობალური ბიზნესი. განვითარების პერსპექტივები და გარემო” (1992) ნათქვამია, რომ მდგრადი განვითარების “კონცეფციის არსი მდგომარეობს ეკონომიკური ზრდის დინამიკურ განხორციელებაში, სოციალურ პროგრესზე და ბუნებრივი რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე”. ასეთ შემთხვევაში შეიძლება ლაპარაკი საწვავის იმპორტიორი ქვეყნის, სამრეწველო რეგიონის მდგრად განვითარებაზეც.
Комментариев нет:
Отправить комментарий